სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით აღნიშნეს თითოეული ქართველისთვის საამაყო ადამიანის — შოთა რუსთაველი — საიუბილეო წელი.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს ღონისძიების მომზადებისა და ჩატარების პროცესში, რაც თითოეულ დეტალში იგრძნობოდა — მათი შრომა, სიყვარული და პატივისცემა ჩვენი კულტურისა და ისტორიის მიმართ.
ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკა ქუთათელაძე.
4 თებერვალს ჩვენს სკოლაში აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე. ეს დღე წიგნის სიყვარულისა და კითხვის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული თარიღია.
მოსწავლეებმა სხვადასხვა კლასიდან საჯაროდ წაიკითხეს საყვარელი ნაწყვეტები ქართულ და უცხოურ ლიტერატურიდან. კითხვის პროცესში ისინი გამოხატავდნენ ემოციებს, აზრებს და მსმენელებს უზიარებდნენ საკუთარ შთაბეჭდილებებს.
აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მასწავლებლებიც, რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე.
დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კითხვა ავითარებს წარმოსახვას, ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს და გვეხმარება უკეთ გავიგოთ სამყარო.
ცოცხალი მუზეუმი
IV ა და IV ბ კლასებში განხორციელდა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა – ცოცხალი მუზეუმი, სადაც მოსწავლეები თავად გადაიქცნენ გიდებად და საკუთარი ნამუშევრები დამთვალიერებლებს წარუდგინეს.
🔹 IV ა კლასი – შეიქმნა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი.
მოსწავლეებმა თავად დაამზადეს ექსპონატები, მოიძიეს ინფორმაცია აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ისწავლეს მისი ნაწარმოებები და შექმნეს პრეზენტაციები. ისინი დიდი პასუხისმგებლობით და თავდაჯერებით ასრულებდნენ გიდის როლს.
🔹 IV ბ კლასი – შექმნეს დინოზავრების მუზეუმი.
მოსწავლეებმა დაამზადეს დინოზავრის ნაკვალევი, მეტეორები და ვულკანის მოდელი. მოიძიეს ინფორმაცია დინოზავრების ეპოქისა და სახეობების შესახებ და თავიანთი ცოდნა ძალიან საინტერესოდ წარადგინეს.
პარალელური კლასები დაესწრნენ ერთმანეთის პრეზენტაციებს. მოსწავლეები იყვნენ როგორც გიდის, ასევე ტურისტის ამპლუაში, რაც აქტივობას კიდევ უფრო ცოცხალსა და ინტერაქტიურს ხდიდა.
✨ აქტივობამ ხელი შეუწყო კვლევის, პრეზენტაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.პედაგოგი ნია ხაჭაპურიძე
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა უზრუნველყოფს პიროვნული, ეროვნულსახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების
მქონე, ღირსეული ცხოვრებისათვის მომზადებული კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდას,
რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და
ვალდებულებები, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის
არსი, მუდმივ ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ
ცხოვრებაში ადეკვატური ჩართულობის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარებისა და სამშვიდობო
თანაცხოვრების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია:
1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის,
საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო
ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და
პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;
2. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, ეთნიკური და
კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;
3. დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო
ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ
ღირებულებებს აკავშირებს სახელმწიფოებრიობასთან, პატრიოტიზმთან და საკაცობრიო
იდეალებთან;
4. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით
აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც
არამხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ
ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების
საკეთილდღეოდ;
5. დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების
მისაღებად მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინფორმირებული და
პასუხისმგებლიანი, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების და
ინტერესების სფეროების უწყვეტი განვითარების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდა;
6. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, უნივერსალური ეთიკური პრინციპების
მატარებელი და დამცველი პიროვნების აღზრდა;
7. ფიზიკური, შემეცნებითი, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით,
ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე
მოქალაქის ჩამოყალიბება;
8. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ‘ციფრული მოქალაქეობის’ უნარის მქონე მოქალაქის
ჩამოყალიბება, რომელიც ყოველდღიურად შეძლებს ტექნოლოგიური და ციფრული
მიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და შემოქმედებით
საქმიანობაში;
9. ეკოლოგიური ცნობიერების მქონე, გარემოზე მზრუნველი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც
შეუძლია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება და
მოქმედება დაუკავშიროს პიროვნულ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ განვითარების
რაციონალურ მიზნებს.
საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმაღლესი ინტერესების შესაბამისად სკოლის მიმართ
წაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ მან შექმნას
ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის
პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ
ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და
აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და
ორიენტირებული გარემო.
საქართველოს კონსტიტუციაზე, აღიარებულ დემოკრატიულ საგანმანათლებლო-პედაგოგიკურ
პრინციპებსა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაყრდნობით იქმნება ყველა ის
მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების
მისაღწევად აუცილებელი ამოცანების გადაწყვეტას
სკოლაში ეთვინინგის პროექტი "პატარა მკვლევარები მიმდინარეობს
ეთვინინგის პროექტის “პატარა მკვლევარები”ფარგლებში შედგა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ზუმის პლატფორმაზე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ კეხიჯვარის საჯარო სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლეები პროექტში მონაწილე სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად. შეხვედრის თემა:”ელექტრონული წიგნში კოლობორაციული მუშაობა”.
დათო ტურაშვილის სტუმრობა სკოლაში
#USAIDსამოქალაქოგანათლებისპროგრამა.
#ლიდერისკოლებისპროექტიახალგაზრდულიძალა
USAIDსამოქალაქო განათლების პროგრამის ლიდერი სკოლების პროექტის ფარგლებში ,ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ კეხიჯვარის მოხისის,საღოლაშენის,ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე საზოგადოება ბილიკის ხელმძღვანელი ქალბატონი მარიკა მღებრიშვილი.
იყო მსჯელობა იბერიულ ცივილიზაციაზე, ესტონური განათლების მოდელზე, შემოქმედებით გეგმებზე📚ევროპულ ღირებულებებზე.
მადლობა მოხისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს ,ია ლურსმანაშვილს ,შეხვედრის ორგანიზებისთვის.



















