ცოცხალი მუზეუმი IV ა და IV ბ კლასებში განხორციელდა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა – ცოცხალი მუზეუმი, სადაც მოსწავლეები თავად გადაიქცნენ გიდებად და საკუთარი ნამუშევრები დამთვალიერებლებს წარუდგინეს. 🔹 IV ა კლასი – შეიქმნა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი. მოსწავლეებმა თავად დაამზადეს ექსპონატები, მოიძიეს ინფორმაცია აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ისწავლეს მისი ნაწარმოებები და შექმნეს პრეზენტაციები. ისინი დიდი პასუხისმგებლობით და თავდაჯერებით ასრულებდნენ გიდის როლს. 🔹 IV ბ კლასი – შექმნეს დინოზავრების მუზეუმი. მოსწავლეებმა დაამზადეს დინოზავრის ნაკვალევი, მეტეორები და ვულკანის მოდელი. მოიძიეს ინფორმაცია დინოზავრების ეპოქისა და სახეობების შესახებ და თავიანთი ცოდნა ძალიან საინტერესოდ წარადგინეს. პარალელური კლასები დაესწრნენ ერთმანეთის პრეზენტაციებს. მოსწავლეები იყვნენ როგორც გიდის, ასევე ტურისტის ამპლუაში, რაც აქტივობას კიდევ უფრო ცოცხალსა და ინტერაქტიურს ხდიდა. ✨ აქტივობამ ხელი შეუწყო კვლევის, პრეზენტაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.პედაგოგი ნია ხაჭაპურიძე
Share:

No comments:

Post a Comment

ინდივიდუალური გეგმის შემუშავების სრული დამხმარე მასალა


სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის პირადი ასისტენტი

მასწავლებლის პორტფოლიო